თბილისი (GBC) – აგვისტოში, საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა.

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რაც 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც -0.94 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.3 პროცენტიანი კლება, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.