თბილისი (GBC) - საქსტატს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $16.25 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი $4.44 მლრდ იყო (გაიზარდა 6.7%-ით), ხოლო იმპორტი $11.8 მლრდ (გაიზარდა 9.7%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში $7.35 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3%-ია.