თბილისი (GBC) – პირველ კვარტალში, 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი თბილისში უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7% შეადგინა. 

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 25.1%-ით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.

2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში (2.4 %). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-3.5 %). 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 9.3 %-ით, ხოლო კერძო სახლებზე 11.6 %-ით.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.

 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2023 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით.

 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით: