Agentic AI და მისი როლი ბიზნესში - შეხვედრების სერია გრძელდება
D Block-ის დილის შეხვედრების
სერია თიბისი ბიზნესის და
Visa-ს მხარდაჭერით, ყოველ მე-2
ოთხშაბათს ტარდება. მიზანი
საერთო სივრცეში მომუშავე
ადამიანების
დაკავშირებაა, საერთო
ინტერესებისა და თემების
გარშემო. ამჯერად, დისკუსია
შეეხო ერთ-ერთ ყველაზე
აქტუალურ თემას — Agentic AI-ს და
მის გავლენას თანამედროვე
ბიზნესმოდელებზე.ტექსფეროს
წარმომადგენლების გარდა,
დამსწრეთა შორის იყვნენ,
ისინიც ვისთვისაც ეს თემა
ახალია.Agentic AI ხელოვნური
ინტელექტის სისტემაა,
რომელსაც შეუძლია არა
მხოლოდ პასუხის გაცემა,
არამედ დამოუკიდებლად
მოქმედება,
გადაწყვეტილებების მიღება
და მიზნის მიღწევა
ადამიანის ჩარევის
გარეშე.თუ “ჩვეულებრივი” AI
მხოლოდ ინსტრუქციებს
ასრულებს, Agentic AI-ს შეუძლია
დაგეგმოს, შეაფასოს
შედეგები და თვითონ
შეცვალოს მოქმედების
სტრატეგია. ასეთმა
სისტემებმა შეიძლება
გარდაქმნას მომხმარებელთა
მომსახურება, ფინანსური
ოპერაციები, ლოგისტიკა თუ
მარკეტინგიც კი.დისკუსიის
მოდერატორის,
ანტრეპრენერის დავით
ციცქიშვილის თქმით, Agentic AI-ს
დანერგვის მაჩვენებელი
გლობალურად 6 %-ია, თუმცა
მომდევნო 5 წელიწადში 40 %-მდე
გაიზრდება. ეს კი 50
მილიარდიან ბაზარს ქმნის
და იმ კომპანიებს, რომლებიც
ადრეულად ჩაერთვებიან,
აშკარა უპირატესობას
მისცემს.„ნებისმიერ
სფეროში, სადაც არ უნდა
მუშაობდეთ, თუ არ დაიწყებთ
ხელოვნური ინტელექტის
დანერგვას, უბრალოდ
დაგაგვიანდებათ და თქვენი
პროდუქტი არარელევანტური
გახდება”, - აღნიშნა
მან.დამსწრეებს
გამოცდილება გაუზიარა
ირაკლი მირზიკაშვილმა, BRIANO-ს
დამფუძნებელმა. თქვა, რომ
ის, რაც არ იცვლება,
მომხმარებლის მოთხოვნა,
მაღალი ხარისხი და
ეფექტურობაა.Briano ქმნის
პლატფორმას, რომელიც
კომპანიებს ეხმარება
მომხმარებელთა
მხარდაჭერის პროცესის
ავტომატიზაციაში ხმოვანი
და ტექსტური კომუნიკაციით,
მაღალი ხარისხის ე.წ. production-grade
აგენტების
გამოყენებით.მირზიკაშვილის
თქმით, სამი წლის წინ, როცა
ხელოვნური ინტელექტი
საცალო ბაზრისთვის გახდა
ხელმისაწვდომი, მიხდვნენ,
რომ არსებული მიდგომები
ძალიან მალე აღარ
იარსებებდა."ე.წ. touch და click
გასული საუკუნის 70-იანი
წლების მონაპოვარია და
ბოლო 50 წელი ამ
ტექნოლოგიაზე იდგა. მას
შემდეგ რაც Agentic AI არსებობს,
ადვილი მისახვედრია რომ
არსებული ყველა
ტექნოლოგია უბრალოდ თეთრი
გვერდი გახდება და ასეთ
პროდუქტს, როგორც
მეგობრებს ისე
დაველაპარაკებით
ჩვეულებრივი ენით“D Block-ის
დილის შეხვედრების
შემდეგი სერია ოთხშაბათს 5
ნოემბერს,გაიმართება და
საერთო სივრცეში მომუშავე
ადამიანები ამჯერად სხვა
საინტერესო თემის გარშემო
გაერთიანდებიან.
1761296558