თბილისი (GBC) - საბანკო სექტორში არეულობის მიუხედავად, აშშ–ის ფედერალურმა რეზერვმა საბაზისო განაკვეთი 0,25%-ით 5%-მდე გაზარდა. 

Fed-მა აღნიშნული გადაწყვეტილება ფასების სტაბილიზაციის მიზეზით ახსნა. თუმცა დასძინა, რომ მაღალმა განაკვეთმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ ზრდას.

ეს ნაბიჯები "აშკარად მიანიშნებს, რომ ფედერალური ბანკი ნერვიულობს", განაცხადა იან შეფერდსონმა, Pantheon Macroeconomics-ის მთავარმა ეკონომისტმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ გავლენას, ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს აშშ-ს ეკონომიკა 0.4%-ით, ხოლო 2024 წელს 1.2%-ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, თებერვალში აშშ-ს ინფლაციამ 6% შეადგინა.