თბილისი (GBC) - სამხრეთ აფრიკელმა ფერმერებმა დინ და დეონ ბარნარდებმა მოიყვანეს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ქლიავი, რომელიც 464,15 გრამს იწონის. ამის შესახებ EasrFruit წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, რბილი ბურთის ზომის ხილი 109,78 გ-ით უფრო მძიმეა, ვიდრე წინა რეკორდსმენი, იაპონიაში 2021 წელს გაშენებული კიოს ჯიშის ქლიავი.

ბარნარდის „მსუქანი“ ქლიავი გაიზარდა მათ ფერმაში, Oppie Plaas Boerdery. სადაც მათ კომერციული ქლიავის ბაღები აქვთ.

”ეს არ არის გამოყვანილი რეკორდების დასამყარებლად”, - თქვა დინმა.

რეკორდული ქლიავი გაიზარდა ხეზე, რომელზეც დაახლოებით 150 ქლიავი იყო. როგორც ბარნარდები აღნიშნავენ, მათ რაიმე სახის ჩარევა არ გაუკეთებიათ იმისათვის, რომ ქლიავი ასე დიდი ყოფილიყო."

EasrFruit-ის თქმით, მოკრეფისას ქლიავი იწონიდა 480 გ-ს, მაგრამ ტენიანობის დაკარგვამ გამოიწვია მისი რამდენიმე გრამით დაკლება.

ქლიავი  მიეკუთვნება Autumn Treat ჯიშს.

დინის აღწერით, იგი არის ხრაშუნა და ტკბილი გემოს მატარებელი.

დინი და დეონი ბოლო რვა წლის განმავლობაში ქლიავის მოშენებით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა მანამდე მათ ამ საქმიანობის შესახებ არანაირი ცოდნა არ ჰქონიათ.

დინ და დეონ ბარნარდებს ასევე მოჰყავთ: სვია, ნუში და პეკანი, თუმცა ამჟამად ამ უკანასკნელ ორს (ნუშს და პეკანს), მეტი ქლიავით ანაცვლებენ.

მათი ქლიავის ზრდას დაახლოებით შვიდი თვე სჭირდება, ყვავილობა კი სექტემბერში იწყება.

„ჩვენს რაიონს აქვს ბევრი უნიკალური მიკროკლიმატი და ეს ქლიავს ძალიან ეხმარება“, - განმარტავს დინი.

”ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ ნიადაგის ნიმუშებს, რაც საჭიროა ვენახის განვითარებისთვის. ასევე გვყავს ქლიავის საუკეთესო სპეციალისტი, რომელიც გვეხმარება ქლიავის წარმოებაში და ხარისხის შენარჩუნებაში”.

დინი ამბობს, რომ ”არარეალურია” მსოფლიო რეკორდის მოხსნა. ახლა კი მის მიზანს მსოფლიოში პირველი 500 გრამიანი ქლიავის მოყვანა წარმოადგენს.

"ეს ნამდვილად დიდი პრივილეგიაა, მე ვარ ღვთისგან დალოცვილი", - ამბობს იგი.