თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის განახლებულ მთავრობაში, რომელიც მანამდე პუტინის პრეზიდენტად ინაუგურაციის გამო სრული შემადგენლობით გადადგა, სერგეი შოიგუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ვეღარ დაუბრუნდება და იგი უშიშროების საბჭოს მდივნად წარადგინეს. ამ გადაწყვეტილებას შოიგუს დაქვეითებად არ აღიქვამს პრეზიდენტის პრეს–სპიკერი დმიტრი პესკოვი.

„არ მგონია სწორი საკითხის ასე დაყენება. ეს ძალიან მაღალი სახელმწიფო თანამდებობაა, ამოცანების ფართო სპექტრით“, – უთხრა ჟურნალისტებს პესკოვმა.

შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრი 1012 წლიდან იყო.