საგამოძიებო სამსახურმა ივლისში სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედება...
4 ივლისს, საგამოძიებო
სამსახურის
თანამშრომლების მიერ
გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, მარკირებას
დაქვემდებარებული
განსაკუთრებით დიდი
ოდენობით აქციზური
საქონლის აქციზური მარკის
გარეშე
შენახვა-გადაზიდვის
ფაქტზე, დაკავებულ იქნა
ერთი პირი, რომელსაც
სატვირთო ავტომანქანაში
სპეციალურად მოწყობილი
სამალავის გამოყენებით,
თბილისი-სენაკი-ლესელიძის
ავტომაგისტრალზე 56 000 ლარის
ღირებულების 12 380 კოლოფი
უაქციზო სიგარეტი
გადაჰქონდა. გამოძიება
მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის მე-3
ნაწილით, რაც სასჯელის
სახით 6-დან 8 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.9 ივლისს,
საგამოძიებო სამსახურისა
და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
სამეგრელო-ზემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლების მიერ
ერთობლივად გატარებული
კომპლექსური
ღონისძიებების შედეგად,
მარკირებას
დაქვემდებარებული
განსაკუთრებით დიდი
ოდენობით აქციზური
საქონლის აქციზური მარკის
გარეშე შენახვის ფაქტზე,
დაკავებულ იქნა ერთი პირი.
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამეგრელოს
რეგიონში, ბრალდებულისგან
ამოღებულ იქნა
სარეალიზაციოდ
განკუთვნილი, საერთო ჯამში
3 180 კოლოფი უაქციზო
სიგარეტი, რომლის საბაზრო
ღირებულება 14 946 ლარს
შეადგენს. გამოძიება
მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის მე-3
ნაწილით, რაც სასჯელის
სახით 6-დან 8 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.9 ივლისს,
საგამოძიებო სამსახურისა
და შემოსავლების
სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის
თანამშრომლების
კოორდინაციით გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, საქართველოს
საბაჟო საზღვარზე, დიდი
ოდენობით საქონლის საბაჟო
წესების დარღვევით
გადმოტანის ფაქტზე
მხილებულ იქნა ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ
რუსეთის ფედერაციის
მოქალაქემ საბაჟო-გამშვებ
პუნქტ
„სადახლო-საავტომობილოს“
გავლით, საბაჟო
კონტროლისგან მალულად,
საქართველოს საბაჟო
საზღვარზე გადმოიტანა 15 209
ლარის საბაჟო ღირებულების
57,74 გრამი საიუველირო
ნაკეთობები. გამოძიება
მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის 214-ე მუხლის
პირველი ნაწილით, რაც
სასჯელის სახით 3-დან 5
წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.10
ივლისს, საგამოძიებო
სამსახურის
თანამშრომლების მიერ
გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, უკანონო
სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელების ფაქტზე
მხილებულ იქნა ორი პირი,
რომლებიც
სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში, შესაბამისი
სავალდებულო ნებართვის
გარეშე, ვალუტის გაცვლით
ოპერაციებს აწარმოებდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ამოღებულ იქნა
დიდი ოდენობით ქართული და
უცხოური ვალუტა, მათ შორის:
47 396 ლარი, 110 450 რუსული რუბლი, 37
700 თურქული ლირა, 1 050 ევრო, 40 300
სომხური დრამი და 1 106 აშშ
დოლარი. გამოძიება
მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის 192-ე მუხლის
პირველი ნაწილით, რაც
სასჯელის სახით 1-დან 3
წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.