
გამოძიებით დადგენილია, რომ ე.ბ.-მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით 300 ლარის აღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობები, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
1753362681

ამასთან ბანკმა ივნისში საწესდებო კაპიტალი გაზარდა, 3 მლნ-ით, 104 მლნ ლარამდე. სააქციო კპაიტალი კი 68.6 მლნ ლარია.სილქი, 1 ივლისის მდგომარეობით, 140 მლნ საკრედიტო პორტფელით არის წარმოდგენილი (H1/2024 – 87.6 მლნ. + 59%Y.Y)სილქის პორტფელი ყველაზე ლარიზებულია . სავალუტო სესხების წილია 30% - 41.5 მლნ ლარის ეკვივალენტი.შესაბამისად, მოქმედი რეგულაციით, რისკის წონის მიხედვით კაპიტალის მოთხოვნა უმცირდება და მინიმალური მოეთხოვება. ანალოგიური შეღავათით სარგებლობს სარეზერვო ნორმის ნაწილში. სილქის დეპოზიტების პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 15%-მდეა.ნახევარწლიური ანგარიშით ზარალი წლიურად თითქმის სამჯერ გაზრდილია, 11.2 მლნ ლარამდე (H1/2024 – 3.9 მლნ).
1753359786

მათ შორისაა:მდგრადი ეკონომიკაკურსი მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობასა და სარგებელზეა ფოკუსირებული. კურსის მონაწილეები საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებსა და რესურსების ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს გაეცნობიან, ამასთანავე გაიგებენ, როგორ შეიძლება მწვანე მიდგომამ კომპანიას გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებაში შეუწყოს ხელი. კურსის ავტორია მწვანე ეკონომიკის ექსპერტი - ოთარ ანთია.ეწვიეთ კურსს ამ ბმულიდან.როგორ მოვიპოვოთ დაფინანსებაამ კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები რისკების შეფასებას, კონკურენტული გარემოს ანალიზს, გრანტის განაცხადების ფორმირებას და ბიზნესპროექტის სწორად წარდგენას ისწავლიან. კურსის ავტორია ლარისა პატარაია, საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი.გაიგეთ მეტი ამ კურსზე ბმულიდან.კონტენტის მენეჯმენტისწორად დაგეგმილი კონტენტ სტრატეგია ბრენდის ცნობადობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კურსის ფარგლებში მეწარმეები კონტენტის ფორმატებსა და სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესს შეისწავლიან. ასევე გაეცნობიან ინოვაციურ ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ ვიზუალური და ტექსტური მასალის შექმნაში დაეხმარება. კურსის ავტორია ლიანა მეტრეველი, კონტენტ სტუდია Essert Content Studio-ს დამფუძნებელი.ინფორმაცია კურსზე ხელმისაწვდომია ამ ბმულიდან.MS Excel-ის გამოყენებაამ კურსზე გაიგებთ, რა კავშირი აქვს MS Excel-ს კომპანიის იმიჯთან და როგორ გიმარტივებთ იგი ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას.კურსი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს, როგორ შექმნათ გამართული და მარტივად გამოყენებადი ფაილები MS Excel-ის დახმარებით. ასევე, ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად, ისწავლით ბიზნესისთვის საჭირო მონაცემების დამუშავებასა და წლიურად დაგროვილი მონაცემების გამოყენებას. კურსს ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი, გიორგი დათუკიშვილი უძღვება. კურსს ეწვიეთ ამ ბმულიდან.ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვისამ ბიზნესკურსით გაიგებთ, როგორ შექმნათ მარკეტინგული მასალები - ChatGPT, Gemini AI ან სხვა პლატფორმების დახმარებით, როგორ დააგენერიროთ სოც.მედიის პოსტები, მართოთ შიდა სამუშაო პროცესები უფრო ეფექტურად და სხვა. კურსის ავტორია ინჟინერი ნანა დიხამინჯია.კურსის სანახავად ეწვიეთ ბმულს.„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. განათლება და ცოდნა კი ბიზნესის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვქმნით რესურსებს, რომლებიც მეწარმეებს დაეხმარება, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი და გაზარდონ წარმატების შანსი“, — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.ბიზნესკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთვებგვერდს: www.businesscourse.ge
1753353134

მეგობარი ობიექტები:Beauty Scent | 25 - 26 ივლისი | 50% ქეშბექი | ვრცელდება სრულ კოლექციაზე,Lorenzo Pazzaglia და Essential Parfums გარდა - ქეშბექი ვრცელდება ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.სათვალის გალერეა | 25 - 27 ივლისი | 60% ქეშბექი | ლიმიტი - 300 ლარი - ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.ტანსაცმლის გალერეა | 25 - 27 ივლისი | 40% ქეშბექი | ლიმიტი - 500 ლარი - * ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.გოგორელიანი | 26–27 ივლისი | 40% ქეშბექიძველი სუფრა | 26 –27 ივლისი | 50% ქეშბექი | ლიმიტი - 200 ლარიSeventeen Rooms (თელავი) | 27–30 ივლისი | 20% ქეშბექიNail Sunny | 27 ივლისი – 1 აგვისტო | 25% ქეშბექი | ლიმიტი - 50 ლარი | ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ შერჩეულ პროცედურებზე (თმის მოვლის ყველა პროცედურა, პერმანენტული მაკიაჟი, კოსმეტოლოგიური ყველა პროცედურა, ლაზერული ეპილაცია, წარბ-წამწამის ლამინირების პროცედურა, წამწამების დაგეძელების პროცედურა) - ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.Yves Rocher | 28 ივლისი | 20% ქეშბექი | ლიმიტი - 100 ლარი - ქეშბექი დაემატება არსებულ 50%-მდე ფასდაკლებას. ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.MAC | 30–31 ივლისი | 30% ქეშბექი | ლიმიტი - 50 ლარი | Studio Liberty-ს ბარათით გადახდისას 50% ქეშბექი | ლიმიტი - 100 ლარი - ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ სავაჭრო ცენტრ ,,მერანში'' არსებულ MAC-ის მაღაზიაში.ATELIER REBUL | 30–31 ივლისი | 30% ქეშბექი | ლიმიტი - 50 ლარიTUTA | 1–2 აგვისტო | 15% ქეშბექიTrendy Room | 1–2 აგვისტო | 30% ქეშბექიPetit Bazar | 2–3 აგვისტო | 20% ქეშბექიგადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები: გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ გადაიხადე ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG *წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებგვერდზე cashback.ge.თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
1753352197

2025 წლის ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 8.8%-იანი ზრდა ფიქსირდება, ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში, გასული თვეებისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენცია შეინიშნა - 2024 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 16.6%-ით არის გაზრდილი. ზრდის ეს ტრენდიც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით.2025 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,363 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21.5%-ით, 253 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.recov.ge წერს, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 21%-ით იყო შემცირებული (შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები).2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,205 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 0.6%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 11%-ით, 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი (შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები).2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში. ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივნისთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9.8%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 6.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
1753351289

2025 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 25.1%-ით გაიზარდა და 1,357 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 41.5%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.recov.ge წერს, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 19%-ით იყო შემცირებული.ამასთან, ბათუმში 2025 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,185 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (9.4%), ასევე მეორეულ ბაზარზე (10.3%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.ბათუმში 2025 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,184 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 20%-ით, 1,169 აშშ დოლარამდე, გაიზარდა.recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 4.8%-ით, 7,129 ერთეულამდე, გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 16.1%-ით გაიზარდა და 397 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
1753351240
BGA-ს დამფუძნებლები გენპროკურორისგან გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვ...
1752654970
მიკრობანკი „კრისტალის“ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი სარგებელი ფიქსირდება
1753184701
ვაგზლის მოედანზე კორპუსის სახურავის ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა. არი...
1752509322
კელი და კრამერი: სასწრაფოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დან...
1752820422
გაყალბებული დოკუმენტით სახელმწიფოს ფულის მითვისებისთვის 12–კაციანი ჯგუ...
1752838680