თბილისი (GBC) – USA2GEORGIA-ს ლოგისტიკის ამერიკული სტანდარტი თურქეთის ახალ, ულტრათანამედროვე საწყობში დაინერგა. ამის შესახებ შეტყობინება USA2GEORGIA-ს მომხმარებლებმა ელექტრონული ფოსტით ხუთშაბათს, 23 მარტს მიიღეს.

„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ს თქვენთვის სიახლე აქვს - კომპანია თურქეთიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირებას ახალი ბრენდით TURKEY2GEORGIA იწყებს!

როგორც მცირე ზომის ამანათების, ასევე ტვირთების გადაზიდვა სახმელეთო გზით ხორციელდება და 1 კგ-ის ჩამოტანა $4 ღირს.

*50კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება რეალური/სასწორის წონით, ხოლო 50კგ-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება მოცულობითი წონით“, – ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში.

USA2GEORGIA-ს ცნობით, საწყის ეტაპზე, კვირაში 2 რეისი შესრულდება - ამანათები თურქეთიდან საქართველოში საშუალოდ 5 დღეში ჩამოვა. საქართველოში ჩამოსული ამანათების მიღებას კი USA2GEORGIA-ს ფილიალებში, LOCKER-ებით და საკურიერო სერვისით შეძლებთ.