საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart მიმდინარე წელს ეკონომიკის 4.8%-იან ზრდას ელის.  ორგანიზაციის მოლოდინი ტურიზმის გაზრდილ მაჩვენებლებს, ინვესტიციების ზრდას და მიგრაციის ეფექტს უკავშირდება. 2024 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს. 

რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ უარყოფით ფაქტორებს - G&T-ში ელიან რომ  შემცირდება მიგრანტებთან დაკავშირებული შემოსავლები, როგორც გზავნილების ასევე ტურიზმის მიმართულებითაც რაც 1%-ული პუნქტით იმოქმედებს ეკონომიკაზე შემცირების მიმართულებით. ამასთან ეკონომიკაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს მიგრანტების მიერ ბანკებში განთავსებული დეპოზტების შესაძლო გადინება ქვეყნიდან - რაც 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირებს ზრადს. უძრავი ქონების ბაზრის შემცირება კი ზრდას ასევე 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირებს - რისკის გამართლების შემთხვევაში. პოტენციური მიგრაცია კი რუსეთიდან ზრდას 2.1 პროცენტული პუნქტით შეუწყობს ხელს. 

ყველა ზევით მოყვანილი რისკის მატერიალიზაციის შემთხვევაში პოტენციური ზრდა 1.2% იქნება, ხოლო ყველაზე დადებითი მოლოდინების გამართლების შემთხვევაში 6.9%. ამასთან ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელია რომ ლარი კვლავ გადააჭარბებს 3-იან ნიშნულს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 12-14%-მდე გაიზრდება. 

რაც შეეხება ინფლაციას - G&T-ში ელიან რომ მიმდინარე წლის საშუალო ინფლაცია 5.2% იქნება - რაც სამიზნე 3%-ზე მაღალია. 

„ველით რომ ინფლაციაზე დადებით გავლენას მოახდენს სურსათის ფასები. ერთის მხრივ სურსათის ფასების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს ლარის გამყარება, ხოლო მეორეს მხრივ კი გლობალურ ბაზრებზე ფასების ტაბილურობა. შედეგად ველით რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა გაზაფხულიდან ექნება“, - განმარტავენ G&T-ში.