ივლისში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, ლეიბორისტების ლიდერმა ენდი ბერნემმა ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის ამბიციური გეგმები გააჟღერა. მიმდინარე კვირაში, 20 ნოემბერს, ის ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე გაემგზავრება, სადაც მოსალოდნელია ახალი შეთანხმებების გაფორმება აგროსასურსათო ვაჭრობის, ემისიებით ვაჭრობისა და ახალგაზრდების მობილობის სქემების შესახებ. გარდა ამისა, ბერნემმა ღიად დატოვა ერთიან ბაზარზე, საბაჟო კავშირში ან თავად ევროკავშირში დაბრუნების შესაძლებლობაც და განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის მიერ გაფორმებულმა Brexit-ის შეთანხმებამ არ გაამართლა.მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის რეფერენდუმზე ლონდონის სიტის უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს, ბანკებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და აქტივების მმართველებმა წლები დახარჯეს ბლოკის გარეთ მუშაობის ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის. მათ კონტინენტურ ევროპაში ოფისები გახსნეს, მნიშვნელოვანი კაპიტალი და პერსონალი გადაიყვანეს, ხოლო ბრიტანული ფინანსური რეგულაციები საკუთარ ინტერესებს მოარგეს. საბანკო სექტორის ლობისტების თქმით, ინდუსტრია ბერნემის განცხადებებს პოლიტიკურ მანევრად აღიქვამს და პროცესის წახალისებას არ აპირებს.ფინანსური სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ევროკავშირში დაბრუნების პროცესს, ისევე როგორც გასვლას, წლები დასჭირდება, რაც სექტორისთვის ზედმეტი დაბრკოლება იქნება იმ ფონზე, როცა ლონდონი ტექნოლოგიურ რბოლაში აშშ-სთან ჩამორჩენის რისკის წინაშე დგას. ამასთან, სიტი კმაყოფილია შედარებით მოქნილი ბრიტანული რეგულაციებით და ბრიუსელის მკაცრ მარეგულირებელ ჩარჩოში დაბრუნება აღარ სურს.ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ევროკომისიის პოზიციაზეც. ფინანსური მომსახურების დეპარტამენტის (DG FISMA) გენერალური დირექტორი პაულინა დეიმეკ ჰაკი, რომელიც თავის დროზე Brexit-ის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მკაცრი პრინციპულობით გამოირჩევა და ნაკლებად სავარაუდოა, ბრიტანეთს ერთიან ბაზარზე დაშვების სანაცვლოდ რაიმე ტიპის გამონაკლისი დაუშვას.Politico-ს წყაროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ბაზარზე შეუზღუდავი წვდომა დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანია, ამ ეტაპზე ფინანსურ ინდუსტრიაში ევროკავშირში დაბრუნების თაობაზე კონსენსუსი არ არსებობს და კომპანიების პოზიციები მათი ბიზნესმოდელების მიხედვით შესაძლოა ორად გაიყოს.
1794823956
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ტრამპი მოლაპარაკებებზე ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხის წამოჭრას გეგმავს, თუმცა შეთანხმების მიღწევას არ ელოდება და მიზნად სამი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერებს შორის დისკუსიის დაწყებას ისახავს.„ეს ჩინეთისთვის რთული თემაა, მაგრამ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ჩინეთის დროა, ასე ვთქვათ, დიდ მოთამაშეებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.Financial Times-ის ცნობით, სი ძინპინს შეხვედრაზე ტრამპთან და პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობის ხაზგასმა სურს, თუმცა ცდილობს, სამმხრივი ფორმატი 1945 წლის იალტის კონფერენციას არ შეადარონ. მაშინ ჩინეთი, მიუხედავად მეორე მსოფლიო ომში იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლისა, კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა.თეთრმა სახლმა სამი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის გეგმა 15 ნოემბერს გამოქვეყნებული ტრამპის სამუშაო განრიგით დაადასტურა. სამიტი შენჟენში, სასტუმრო კომპლექს Kylin Villa-ში, თბილისის დროით 10:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.სამმხრივ მოლაპარაკებამდე ტრამპი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრა დაასრულებს ტრამპის ოთხდღიან ვიზიტს ფილიპინებსა და ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პრეზიდენტი APEC-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტებთან დაკავშირებულ მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს.
1794813783
გამოცემის ინფორმაციით, პროექტები მოიცავს როგორც ჩინეთის მდიდარ სანაპირო ტექნოლოგიურ ჰაბებს, ისე ქვეყნის დასავლეთით მდებარე შორეულ პროვინციებს. ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმად არის ინტეგრირებული Nvidia-ს ტექნოლოგიები ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურაში, მაშინ როცა თავად ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ საექსპორტო კონტროლმა ის ჩინეთის მონაცემთა ცენტრების ბაზრიდან ფაქტობრივად გამოთიშა.Reuters-ის მიმოხილვა გამოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ, რაც Nvidia-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, რომელიც საექსპორტო შეზღუდვების შერბილების აქტიური მომხრე იყო, სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ჰუანგის წასვლამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს რისკები იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ის სანქციების გამკაცრების ფონზე მიწოდების ჯაჭვის შეფერხების წინაშე დგანან.Reuters-ის მიერ იდენტიფიცირებულ პროექტებს შორისაა ფუძიანის პროვინციაში დაგეგმილი 6.2 მილიარდი იუანის ($873 მლნ) ღირებულების AI გამომთვლელი ცენტრი, რომელიც კომერციულ პარტნიორებს ეძებს და სპეციფიკაციაში Nvidia H100 ჩიპებს უთითებს. გარდა ამისა, შენსის პროვინციაში სახელმწიფო საინჟინრო ჯგუფ Sinomach-ის შვილობილმა კომპანიამ მოიპოვა კონტრაქტი 3 მილიარდი იუანის ღირებულების ცენტრის პროექტში, რომელიც ასევე H100 და H200 პროცესორების გამოყენებას ითვალისწინებს.მსგავსი მასშტაბის პროექტები ხორციელდება ჩინეთის სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, ძილინის პროვინციაში 2.26 მილიარდი იუანის ღირებულების პროექტი აერთიანებს Nvidia H100 პროცესორებსა და ჩინური წარმოების ჩიპებს, ხოლო ინვესტიციის დაახლოებით 80%-ის დაფინანსება საბანკო სესხებით იგეგმება. შიდა მონღოლეთში კი 1.5 მილიარდი იუანის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 625 ერთეული Nvidia H200 სერვერის დამონტაჟება, სადაც პირველი ფაზის ფარგლებში ორი შენობის მშენებლობა უკვე დაწყებულია.გარდა დაგეგმილი ობიექტებისა, რიგი პროექტები უფრო წინწასულ ეტაპზეა ან უკვე ფუნქციონირებს. განსუს პროვინციაში ივლისში გაფორმდა 1.16 მილიარდი იუანის სამშენებლო კონტრაქტი ცენტრისთვის, სადაც დაახლოებით 3,072 ერთეული Nvidia H100 და H200 პროცესორის განთავსება იგეგმება, თუმცა სატენდერო დოკუმენტებით უცნობია, მიწოდებულია თუ არა ჩიპები. ამასთან, ძიანსუს პროვინციაში ქალაქ უსის მთავრობამ განაცხადა, რომ Nvidia H800 პროცესორებზე მომუშავე გამომთვლელი კლასტერი უკვე ექსპლუატაციაშია. ანალოგიური H800 კლასტერი აშენდა ფუძიანშიც, კომპანია Damingcheng-ის მონაწილეობით.ამერიკულ ჩიპებზე მოთხოვნა ჩინურ კვლევით ინსტიტუტებშიც ფიქსირდება: შენჟენის უნივერსიტეტმა სამი ერთეული H100 ჩიპი შეიძინა, ხოლო აშშ-ის შავ სიაში მყოფმა ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა - ორი ერთეული H200 პროცესორი.ექსპერტების შეფასებით, მსგავსი გეგმები აჩვენებს ჩინელი დეველოპერების ძლიერ დამოკიდებულებას ამერიკულ ტექნოლოგიებზე. აშშ-ის მხრიდან სავაჭრო შეზღუდვების შემდგომი გამკაცრება კი პროექტების გაჭიანურების, ხარჯების ზრდის ან ადგილობრივ ალტერნატივებზე იძულებითი გადაწყობის რისკებს ქმნის.
1794567278
შეთანხმება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასა და შუა დერეფნის გაძლიერებას ითვალისწინებს.მხარეები ასევე ითანამშრომლებენ ფინანსურ ბაზრებზე, მწვანე დაფინანსების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები გაიმართება თანამშრომლობის პროგრესისა და სამომავლო პრიორიტეტების შესაფასებლად.
1794562429
სამიტის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპაში რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები იქნება.აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ირლანდიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ ჩავლენ.უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დელეგაციებთან რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს და პლენარულ სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე დაესწრება ღონისძიებას „უკრაინის მეგობრები“ (Friends of Ukraine), რომელსაც ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი უხელმძღვანელებენ.ტელეარხის კორესპონდენტის ინფორმაციით, ირლანდიის პოლიცია გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი და „ყველა შესაძლო სცენარისთვის“ ემზადება. ამის მიზეზი ირლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ასობით სკოლაში გუშინ დილით ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებული ცრუ შეტყობინებები გახდა.სამიტის დღის წესრიგში ასევე შედის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხები. მოსალოდნელია იტალიის, დანიისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებაც.
1794477939
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, კუხოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოების მდივნების სამშაბათის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ლავროვის განმარტებით, საკითხი კუხოს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე განიხილება, რომელიც ხვალ, 11 ნოემბერს კრემლში გაიმართება.„თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამის შემდეგაც სომხეთს კუხოს ფარგლებში ყველა უფლება შეუნარჩუნდება, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.ამასთან, სომხეთს ოფიციალურად არ დაუწყია არც კუხოდან გასვლის პროცედურა და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გასვლის საკითხი დაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კუხოს სტრუქტურებში მონაწილეობას ფაქტობრივად გაყინულ რეჟიმში აგრძელებს.ამის შესახებ დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში განაცხადა.კითხვაზე, განუცხადებია თუ არა სომხეთს დსთ-დან გასვლის სურვილის შესახებ, ლებედევმა უპასუხა, რომ ასეთი განცხადება არ მიუღიათ.„არა. პირადად პრემიერ-მინისტრმაც მითხრა და ბევრმა სხვამაც, რომ ისინი დსთ-ში რჩებიან. ჩვენ არცერთი განცხადება არ მოგვისმენია, რომ ისინი გასვლას აპირებენ“, — განაცხადა ლებედევმა.
1794311855
ჩრდილოეთის რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი ჩერემუხა–ვილედის მონაკვეთზე მოხდა.არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის ალეკსანდრ ციბულსკის განცხადებით, შემთხვევა დილის 05:10 საათზე, ვილედის სადგურთან მოხდა. მისი თქმით, ჩამოინგრა სარკინიგზო ხიდის მალი.ხიდის ჩამონგრევის გამო სულ მცირე რვა სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
1794307523
ვაშინგტონის მონოპოლია და ევროპული შფოთვამას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, პუტინთან პირდაპირი კონტაქტი აღადგინა და კიევისთვის ფინანსური დახმარება შეაჩერა, ევროპამ სამშვიდობო პროცესზე გავლენა ფაქტობრივად დაკარგა. ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შეხვედრამ და მისი „ჰუმანიტარად“ მოხსენიებამ ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აიძულა იმოქმედონ, რათა ვაშინგტონი მოსკოვთან ერთადერთ დასავლელ მომლაპარაკებლად არ დარჩენილიყო.„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპელ პარტნიორებთან უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ერთადერთი ხმა, რომელიც მოსკოვამდე აღწევს, ვაშინგტონიდან მოდის... ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ ეს ომი ევროპის მოსკოვთან დიალოგის გარეშე დასრულდება“, - განუცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ POLITICO-ს.მოლაპარაკების დეტალები და მოკავშირეების მწვავე რეაქციაგამოცემის ინფორმაციით, საუბრისას სტუბმა და სტორემ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილები გადასცეს, რომ ტერიტორიული საკითხები მხოლოდ პირისპირ, ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს და მანამდე აუცილებელია დეესკალაცია. პუტინმა განაცხადა, რომ აბუ-დაბის შეხვედრისთვის მომლაპარაკებლებს მოამზადებდა, თუმცა ნორვეგიული მხარე არ ელის, რომ ეს ნაბიჯი დიდ გარღვევას მოიტანს.სატელეფონო ზარს ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა: დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ სკეპტიკურადაა განწყობილი ცალკეული ინიციატივების მიმართ და ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის თქმით, ევროპა არ უნდა ირგებდეს შუამავლის როლს და არ უნდა ცდილობდეს „დიქტატორის ასიამოვნოს“. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა მხოლოდ „სიძლიერით“ მიიღწევა და არა დაშოშგინების პოლიტიკით. მწვავე რეაქციის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორდიკელი ლიდერები დაიცვა და აღნიშნა, რომ ისინი რეალურად ეხმარებიან უკრაინას. მოწონება გამოხატა მოსკოვმაც - პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში არიან ძალები, რომელთაც სტრატეგიული დამარცხების ნაცვლად კონსტრუქციული დიალოგი სურთ.ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესის ტემპს კვლავ დონალდ ტრამპი განსაზღვრავს, ხოლო ევროპა შიდა განხეთქილებისა და ერთიანობის ნაკლებობის გამო პროცესებს მიღმა რჩება.
1794209786
FT-ის შეფასებით, თანამდებობის დატოვების ყველაზე მაღალი რისკის წინაშე პიტ ჰეგსეთი დგას. ის ირანთან არაპოპულარული ომის სახე იყო ამერიკელი საზოგადოებისთვის. პენტაგონში მისმა რეფორმამ კი უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის რესპუბლიკელებშიც. ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ჰეგსეთის შენარჩუნებას აპირებს, თუმცა აღიარა, რომ მას თავდაცვის მდივნის შეცვლისკენ მოუწოდებენ.გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სიუზან უაილსმა სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. მან ვერ შეძლო პრეზიდენტის დარწმუნება იმ ზომების მიღებაში, რომლებიც ინფლაციაზე ირანის კონფლიქტის გავლენას შეამცირებდა.FT-ის თანახმად, ვენსმა პოპულარობის ნაწილი მას შემდეგ დაკარგა, რაც ოჰაიოს გუბერნატორის არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის სკანდალურ სარეკლამო კამპანიას დაუჭირა მხარი. თავად ვენსმა არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის მიზეზად ირანთან ომი დაასახელა.აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის ვენსის პოტენციურ კონკურენტად განიხილება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა რუბიოს შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობებს „ყალბი ამბები“ უწოდა.
1793952467
გამოცემა ScienceAlert-ის ცნობით, აღნიშნული ტექნოლოგია ერთდროულად ორ გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემას ჭრის: ორგანული ნარჩენების მართვასა და სამშენებლო ქვიშის მოპოვებით გამოწვეულ ზიანს.მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიარდი კილოგრამი ყავის ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის უმეტესი ნაწილი ნაგავსაყრელებზე ხვდება და სათბურის აირების (მეთანისა და ნახშირორჟანგის) ემისიას იწვევს. მეორე მხრივ, სამშენებლო ბუმის ფონზე, მდინარეების კალაპოტებიდან ქვიშის მოპოვება ეკოსისტემებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.ორგანული ყავის ნალექის პირდაპირ ბეტონში დამატება შეუძლებელია, რადგან ის გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც მასალას ასუსტებს. RMIT-ის მკვლევრებმა გამოიყენეს პიროლიზის პროცესი - ყავის ნარჩენები უჟანგბადო გარემოში, 350°C ტემპერატურაზე გაახურეს, რის შედეგადაც მიიღეს ფოროვანი, ნახშირბადით მდიდარი ბიოჩარი, რომელიც მჭიდროდ ებმის ცემენტის სტრუქტურას.ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოცდა უკვე წარმატებით განხორციელდა: 2024 წელს ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში (Gisborne), პირველად დაისხა საფეხმავლო ბილიკი ყავის ბიოჩარის ბეტონით. იმავე წელს მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა (Pakenham Roads Upgrade) გამოიყენა აღნიშნული მასალა. კონტრაქტორ BildGroup-ის შეფასებით, მხოლოდ ამ პროექტმა ნაგავსაყრელებიდან დაახლოებით 140 000 ჭიქა ყავის ნალექი ააცილა და 3 ტონაზე მეტი ბუნებრივი ქვიშა დაზოგა. 2025 წლის დასაწყისში RMIT-ის გუნდმა Universities Australia-ს კონკურსში საზოგადოების რჩეულის ჯილდო (People's Choice Problem Solver Award) მოიპოვა. ამჟამად მკვლევრები კომერციალიზაციის პარტნიორთან ერთად მუშაობენ, რათა ყავის ბიოჩარის ბეტონი ფართო სამშენებლო ბაზარზე გამოვიდეს.
1793867608
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
1 დეკემბრიდან ელექტრონული შესყიდვის აქტი ამოქმედდება
1793797714
საცხოვრებელი ფართების სამშენებლო ნებართვები 10%-ით შემცირდა - თიბისი კ...
1793617863
ტრანსპორტი 21.9%-ით, საცხოვრებელი 10.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია...
1793690164
