თბილისი (GBC) - კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ (GCCA) 4Q25-ში განხორციელებულ 3 კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო.

დარეგისტრირებული 4 887 კონცენტრაციიდან, 4 873 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, 14-მა კი დააკმაყოფილა, წლიური შემოსავლის ნაწილშიც.

14-დან 11 არის საგამონაკლისო, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს და  წინასწარი შეტყობინებისგან თავისუფლდება.

დანარჩენ 3 შემთხვევაზე დაწყებულია საქმის წარმოება.

2025 წელს 23768 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, საიდანაც GCCA-სთან წინასწარ შეტყობინებას საჭიროებდა და შესაბამისად, 18 -ზე გაიცა თანხმობა.