თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $25.8 მლრდ შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $7.29 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 11.2%-ით), ხოლო იმპორტი $18.5 მლნ-ს (გაიზარდა 9.7%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს $11 2 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ყირგიზეთი - $1.4 მლრდ
- ყაზახეთი - $910 მლნ
- რუსეთი - $749.3 მლნ
2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
- თურქეთი - $2.77 მლრდ
- აშშ - $2.72 მლრდ
- ჩინეთი - $1.98 მლრდ
2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
- თურქეთი - $3.1 მლრდ
- აშშ - $2.8 მლრდ
- რუსეთი - $2.6 მლრდ
2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $2.8 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 38.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $378.9 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 5.2%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა $282.5 მლნ-ით (3.9%).
საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $3.8 მლრდ და მთელი იმპორტის 20.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.35 მლრდ-ით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები $680.3 მლნ-ით (იმპორტის 3.7%).