თბილისი (GBC) - წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ (GCCA) 4Q25-ში განხორციელებულ 3 კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 4887 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. 4873 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 14 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლის ნაწილშიც.

აღნიშნული 14 შემთხვევიდან 11 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, GCCA-მა აღნიშნულ სამ კონცენტრაციაზე საქმის წარმოება დაიწყო.

2025 წელს საქართველოში 23768 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, საიდანაც GCCA-სთან წინასწარ შეტყობინებას საჭიროებდა და შესაბამისად, თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე.