თბილისი (GBC) – „საქართველოს რკინიგზა“ 6.4 მილიონი ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
ტენდერი მოიცავს რკინიგზის შვილობილი კომპანიის „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების“ საკუთრებაში არსებული ,,ჩმე-3” სერიის 5 ერთეული თბომავლის „კრ“ („კრ-2“) საქარხნო კაპიტალურ შეკეთებას.
ტენდერში წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს სრულდება.
ტენდერის მოთხოვნები და დეტალური დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე.
დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია არანაკლებ 1 ცალი შესაკეთებელი თბომავლის წაყვანა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა, ხოლო დანარჩენი თბომავლების წაყვანა უნდა განახორციელოს პირველი ეტაპით გათვალისწინებული თბომავლის
წაყვანის შემდეგ ყოველთვიურად არანაკლებ ერთი თბომავლის ოდენობით, მიმწოდებელს შემსყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში აქვს უფლება ერთდროულად განახორციელოს რამდენიმე თბომავლის წაყვანა. თბომავლების წაყვანის გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.