თბილისი (GBC) - ბერმუდაში რეგისტრირებულმა საინვესტიციო ჰოლდინგმა FIL Limited, TBC Bank Group PLC (TBC PLC)-ში საკუთარი წილი 5.794%-მდე გაზარდა. ტრანზაქცია 8 ივლისს დუბლინში განხორციელდა. 

ცვლილება განხორციელდა მისი შვილობილი და კონტროლირებადი კომპანიის, FIL Investments International-ის მეშვეობით.

წილობრივი მაჩვენებლების დინამიკა:

კომპონენტი

წინა მდგომარეობა

ახალი მდგომარეობა (08.07.2025)

ხმის უფლება ჩვეულებრივი აქციების საფუძველზე (არაპირდაპირი ფლობით)

4.188%

4.7946%

ხმის უფლება ფინანსური ინსტრუმენტებით (CFD)

0.8809%

0.9994%

ჯამური წილი

5.0689%

5.7940%

ტრანზაქციის შედეგად, FIL Limited -ის საერთო ხმის უფლება 3,256,905 აქციით განისაზღვრა, აქედან არაპირდაპირი ხმის უფლება 2,695,130-ია, მის კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების მეშვეობით, ხოლო 561,775 ხმის უფლება კი მას CFD მექანიზმით აქვს. 

 

შეგახსენებთ, რომ CFD არის დერივატიული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორს საშუალებას ძლევისარგებლოს აქციის ფასის ცვლილებით მის უშუალოდ ფლობის გარეშე.