თბილისი (GBC)-ჰორეკა სექტორი კადრების დეფიციტს აღარ ჩივის, რადგან პერსონალის დაქირავების პრობლემა დაუდგა. 

სებ-ის სტატისტიკით, ივნისის მდგომარეობით, (01.06.2025) კაფე-რესტორნებისთვის გაცემულ  სესხებში 8%-ზეე მეტია გაპრობლემებული, აშშ დოლარში და 7%-ის ფარგლებშია  ევროში.

 

კაფე-რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტებისთვის აშშ დოლარში ბანკების გაცემულ 206 მლნ-მდე ლარის (ეკვივალენტი დოლარში) სესხებიდან, 16 მლნ-ზე მეტი გაპროლემებულია.  ევროში კი 6.5% - 20.3 მლნ ლარის (ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში).

 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 01.06.2024-ისთვის დოლარში გაფუჭებული სესხების წილი 5.8%-ს არ აღემატებოდა (11.4 მლნ ლარის)

 

ივნისის მდგომარეობით (01.06.2025) სულ, სასტუმრო-რესტორნების დაკრედიტების მოცულობა 1.79 მლდ  ლარია. აქედან 1.3 მლრდ ლარამდე სავალუტო სესხია გაცემული (01.06.2024  - შესაბამისად 1.9 მლრდ, 1.4 მლრდ)

 

რესტორატორები მომხმარებლის შემცირებას ჩივიან და გაზრდილი ხარჯების გამო  ბიზნესის შენარჩუნება უჭირთ.  ტურისტული სეზონისთვის  უჩვეულო პასიურობაა და წარმოდგენაც არ  უნდათ, რა მოელით, როგორ გაიტანენ თავს ზამთარში.

 

პრობლემური სესხები ვალუტაში ჩაშლით (კვების ობიექტები)

GEL

3,4%

USD

7,8%

EUR

6,5%

Total

5,5%

 კაფე-რესტორნები

 

GEL

12 717 069

USD

16 030 345

EUR

20 330 372

Total

49 077 787

 

 წყარო: სებ-ი, BRG, პერიოდი: 01.06.2025, ვალუტა :₾არი