თბილისი (GBC) - საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო AM Best-მა Georgia Capital PLC-ის (GCAP) P&C დაზღვევის ბიზნესს - ალდაგს საკრედიტო რეიტინგი გაუუმჯობესა.

კერძოდ, AM Best-მა ალდაგის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი „B“-დან (საშუალო) „B+“-მდე (კარგი) გააუმჯობესა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი  “bb+” (საშუალო) “bbb-”-მდე აწია (საინვესტიციო დონე, კარგი). ამავდროულად, ორივე რეიტინგის პერსპექტივა შეიცვალა „პოზიტიურიდან“ გახდა „სტაბილური“.

რეიტინგის გაუმჯობესება ასახავს AM Best-ის შეფასებას, რომ ალდაგი კარგად არის პოზიციონირებული, რათა შეინარჩუნოს ბალანსის ძლიერი სტრუქტურა და ყველაზე მაღალი დონის რისკებისადმი ადაპტირებული კაპიტალიზაცია, ყველაზე მაღალი დონის ფარგლებში, როგორც ეს Best-ის კაპიტალის საკმარისობის კოეფიციენტით (BCAR) იზომება, რაც გამყარებულია გონივრული კაპიტალის მართვითა და დაზღვევის შეფასების პოლიტიკით.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვნად შემცირებულია კაპიტალის სარეალიზაციო რისკი ალდაგის მიერ მის საბოლოო მფლობელთან - GCAP-თან ასოცირების გამო, ვინაიდან შემდგომმა გააუმჯობესა თავისი ფინანსური მდგრადობა.

გარდა ამისა,  AM Best-ის თქმით, მნიშვნელოვნად შემცირდა რისკი იმისა, რომ ალდაგის კაპიტალი შესაძლოა მისი მფლობელის მიერ შემცირებულიყო და GCAP-ის საჭიროებისთვის გამოყენებულიყო, თუმცა გამომდინარე, რომ Georgia Capital-მა გააუმჯობესა თავისი ფინანსური მდგრადობა, შვილობილი კომპანიისგან ფინანსურ დახმარებას აღარ საჭიროებს.

2024-ში კომპანიის ROE 30.8% იყო.  2024 წელს ალდაგმა დააფიქსირა სადაზღვევო მომსახურების შედეგები ₾47.7 მლნ (დაახლოებით $17 მლნ), რაც 2023 წლის ₾ 37.7 მლნ-თან (დაახლოებით $13.4 მლნ) შედარებით გაზრდილია. „საინვესტიციო შემოსავლები დადებითად მოქმედებს კომპანიის მომგებიანობაზე, თუმცა ბოლო წლებში მერყეობდა მაღალი საპროცენტო განაკვეთების და აქტივების ფასის ცვლილებების ფონზე, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე“.

ალდაგის ბაზრის წილი 2024-ში დაახლოებით 17% შეადგენდა (არასასოფლო-სამეურნეო და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის ჯამი). „მიუხედავად ამისა, ბიზნეს პროფილს ზღუდავს მისი გეოგრაფიული კონცენტრაცია და პორტფელის ზომა - საერთაშორისო მასშტაბით მცირეა, 2024 წელს კომპანიის სადაზღვევო შემოსავალმა შეადგინა ₾200.9 მლნ. „მომდევნო წლებში მოსალოდნელია ზომიერი ზრდა, რაც დაკავშირებულია როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ ბაზრებზე ფაკულტატური გადაზღვევის ბიზნესის განვითარებასთან“, - აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო.

ცნობისთვის, AM Best არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო, რომელიც სპეციალიზდება დაზღვევის სექტორის შეფასებაში.