თბილისი (GBC) – 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სს ,,თელასის’’ შემოსავალმა 103.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 30.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში თელასის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურმა ფასმა 20.1 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის საოპერაციო მოგებამ 35.2 მლნ ლარი შეადგინა (ხარჯების გამოკლების შემდეგ), რაც 11.3%–ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

თელასმა 89.5%-ით 30.9 მლნ ლარამდე გაზარდა პირველი კვარტალის წმინდა მოგება.

2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, თელასმა 2%-ით  397.5 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 17.4%-ით 208.8 მლნ ლარამდე გაზარდა კაპიტალი.

თელასის ასაქმებს 1862 თანამშრომელს. 2022 წლის პირველ კვარტალში მათზე გაცემულმა ხელფასებმა 33.8 მლნ ლარი შეადგინა.

თელასი დარეგისტრირებულია 1995 წელს. მისი მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

Silk Road Holdings B.V -75.11%; შპს "ბესტ ენერჯი- 24.53%; დანარჩენი აქციონერები - 0.36%

სს თელასი

2022/H1

2021/H1

შემოსავალი

103.1

79.4

შესყიდული ენერგია

(20.1)

0.7

საოპერაციო მოგება

35.2

31.6

წმინდა მოგება

30.9

16.3

აქტივები

397.5

389.9

კაპიტალი

208.8

177.9

 

 

 

 

 

თანხა მლნ ₾