თბილისი (GBC) – აზერბაიჯანი სომხეთს დღეს, 18 დეკემბერს, SOCAR–ის მიერ წარმოებული ბენზინით დატვირთულ 22 ვაგონს პირველად გაუგზავნის. აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანის და სომხეთის ვიცე–პრემიერებმა შახინ მუსტაფაევმა და მგერ გრიგორიანმა ქალაქ გაბალში 28 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
აზერბაიჯანული სააგენტო „აპა“–ს ცნობით, აზერბაიჯანული საწვავის სომხეთისთვის მიწოდება კომერციულ ხასიათს ატარებს და ბენზინის გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე დადგენილ ფასებში მოხდება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ 8 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად. საქართველოს პარტნიორებმა 5 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, ერთჯერადად უფასოდ განეხორციელებინა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ტრანზიტი უფასოდ: „საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას მიეცა განკარგულება, ერთჯერადად, დაუყოვნებლივ, სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა“.