თბილისი (GBC) - გამოცხადდა მგზავრობის ტარიფები ბაქო–თბილისი–ბაქოს მატარებელზე. ამის შესახებ ინფორმაცია „აზერბაიჯანის რკინიგზამ“ (ADY) გაავრცელა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბილეთების ღირებულება შეადგენს:

ბაქო–თბილისი - 125 ლარიდან (81 მანათიდან)
ევლახი–თბილისი - 104 ლარიდან (67 მანათიდან)
განჯა–თბილისი - 96 ლარიდან (62 მანათიდან)
აღსთაფა–თბილისი - 88 ლარიდან (57 მანათიდან)
ბოიუკ-კესიკი–გარდაბანი - 79 ლარიდან (51 მანათიდან)

ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე მგზავრების გადაყვანა Stadler-ის თანამედროვე კუპეებიანი მატარებლებით განხორციელდება.

აზერბაიჯანის რკინიგზაში ვარაუდობენ, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისით, წელიწადში 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.