თბილისი (GBC) –  საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, მარტში ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება 5.4%-ით 1.02 ათას გვტ/სთ-მდე შემცირდა (2022 მარტი: 1.08 ათასი გვტ/სთ).

აქედან თბოელექტროსადგურების გამომუშავებამ 208.3 გვტ.სთ შეადგინა, რაც 58.3%-ით ნაკლებია წინა წლის მარტის მაჩვენებლებზე (2022 მარტი: 208.3 გვტ/სთ).

თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით გაზრდილია ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება. მარტში ჰიდროგენერაცია 41%-ით 804.3 გვტ/სთ-მდე გაიზარდა (2022 მარტი: 570.8 გვტ/სთ).

გორის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებამ მარტში 6.9 გვტ/სთ შეადგინა,რაც  2.8%-ით ნაკლებია გასული წლის მარტის მაჩვენებელზე (7.1 გვტ/სთ).

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, სემეკის ინფორმაციით, მარტში საქართველოში გაზის წარმოებამ 1.4 მლნ.მ3 შეადგინა, რაც 16.7%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022 მარტი 1.2 მლნ.მ3).

საანგარიშო პერიოდში გაზის იმპორტი შემცირდა  35.7%-ით. თუ შარშან მარტში იმპორტირებული გაზის რაოდენობა 424.1 მლნ.მ3-ს შეადგენდა, წელს მარტში 272.5 მლნ.მ3 გაზი იმპორტირდა.