თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

ბორაშვილის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს წარუდგინა. იგი ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ბორაშვილმა პოსტზე გეკა გელაძე შეცვალა, რომელმაც 14 სექტემბერს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და საქმიანობას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.

კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსს პარლამენტი 6-წლიანი ვადით ირჩევს, თუმცა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უწყების ხელმძღვანელის არჩევის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა. თამაზ ბორაშვილი სუს-ის რიგით მე-6 უფროსია.

სუს-ის ხელმძღვანელები და საკადრო ცვლილებების ქრონოლოგია:

  • ვახტანგ გომელაური (2015 წლის 1 აგვისტო – 2019 წლის 8 სექტემბერი) - გამოყოფილი უწყების პირველი ხელმძღვანელი (4 წელზე მეტი).
  • გრიგოლ ლილუაშვილი (2019 წლის 17 ოქტომბერი – 2025 წლის 2 აპრილი) - ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომუშავე ხელმძღვანელი (5 წელზე მეტი).
  • ანრი ოხანაშვილი (2025 წლის 4 აპრილი – 2025 წლის 23 აგვისტო) - თანამდებობაზე დაჰყო 5 თვეზე ნაკლები.
  • მამუკა მდინარაძე (2025 წლის 3 სექტემბერი – 2026 წლის 21 აპრილი) - უწყებას ხელმძღვანელობდა დაახლოებით 7 თვის განმავლობაში.
  • გეკა გელაძე (2026 წლის 21 აპრილი – 2026 წლის 14 სექტემბერი) - თანამდებობა 5 თვეზე ნაკლებ დროში დატოვა.