თბილისი (GBC) - „თიბისი კაპიტალის" საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის კვლევაში ნათქვამია, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 20.7%-ით, 1,129 გვტ/სთ–მდე გაიზარდა.
ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად გაზრდილია 28.8%-ით (790 გვტ/სთ), ქარის სადგურის გამომუშავება შემცირდა 51.7%-ით (2.9 გვტ/სთ), ხოლო თბოგენერაცია გაზრდილია 5.9%-ით (335 გვტ/სთ). მზის სადგურების გამომუშავებამ ნოემბერში 1.2 გვტ/სთ შეადგინა.
"თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, ამავე წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.6%-ით გაიზარდა და 1,200 გვტ/სთ შეადგინა.
ამასთან, ნოემბერში საცალო მოხმარება შემცირდა 3.8%-ით 675 გვტ/სთ–მდე, მსხვილი მომხმარებლების მოხმარება გაიზარდა 41.3%-ით (312 გვტ/სთ), ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება შემცირდა 9.6%-ით (213 გვტ/სთ).

"თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი ერთ კილოვატ საათზე 5.53 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 0.8%-იანი შემცირებაა.
ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები თვიურად შემცირებულია 5.3%-ით.
მიმდინარე წლის 11 თვეში საბალანსო ბაზარზე ფასები 5.1%-ით, 5.81 აშშ. ცენტამდეა გაზრდილი ენერგიის ერთეულზე.
ნოემბერში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 111 გვტ/სთ შეადგინა, რაშიც საქართველომ $3,3 მლნ გადაიხადა. ელექტროენერგიის მომწოდებელი ქვეყანა რუსეთია.
იმპორტული ენერგიიდან 30 გვტ/სთ ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად იქნა მიმართული.
