თბილისი (GBC) – აზერბაიჯანი და ყაზახეთი ბაქო–სუფსის მილსადენით წელიწადში 5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა. 

მანამდე, მარტში, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ნავთობის აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ. ეს ნედლეული აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით გლობალურ ბაზრებზე გადის.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი გამოთქვამდა მზადყოფნას, წელიწადში შემდგომი ტრანსპორტირებისათვის 2,2 მლნ ყაზახური ნავთობი მიეღო.

ყაზახეთი ცდილობს, ნავთობის ექსპორტისთვის რუსეთის ალტერნატიული გზები მონახოს. ამას პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში საუბრობდა.