თბილისი (GBC) – საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ქუთაისის აეროპორტი", სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენო ინსპექტირების აპარატზე სკანირებისას ჯამში - 166 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

40 397 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდა.

საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.