თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ მიიღო მონაწილეობა.

ნათია თურნავამ კონფერენციის ფარგლებში მონაწილეონდა პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“.

სებ-ის პრეზიდენტმა ბიზნესისს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ფინანსური სექტორის განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო.

კონფერენცია საქართველოს პრემიერ  მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, ეკონომიკურ ტენდენციებზე, კერძო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

ნათია თურნავამ ისაუბრა ინფლაციის მიმდინარე დინამიკაზე, წნეხზე და რომ მთავარი წყარო საგარეო ფაქტორებია, მათ შორის ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი. თქვა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა მიმართულია საგარეო შოკების განეიტრალებაზე, რომ გრძელვადიან შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს.

აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა ($ 8.3 მლრდ)ს ადეკვატურობის მაჩვენებელი კის 130%-ზე. ეკონომიკური მედეგობას საფუძვლი რომ მდგრადი საბანკო სისტემაა. დაასახელა.

პანელურ დისკუსიაში ისაუბრეს დედოლარიზაციის პოლიტიკაზეც. ბოლო 10 წლის ტრენდზე,  სესხების და დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებაზე.

პანელურ დისკუსიაში „ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ფინანსთა  და სოფლის მეურნეობის მინისტრები.დევნილთა, შრომის და ჯანდაცვის მინისტრ სარჯველაძე, ინფრასტრუქტურის, რევაზ სოხაძე და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია. პანელს მოდერატორობდა  BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

BAG-ის ყოველწლიური კონფერენცია - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“,  მე-4 წელია იმართება, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ღია დიალოგის ხელშეწყობისთვის.

აფასებენ ბიზნესგარემოს, ეკონომიკურ ტენდენციებს, კერძო სექტორის გამოწვევებს.