თბილისი (GBC) - აგვისტოში ფიზიკურმა პირებმა (რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა) 18,09 მლრდ ლარი გაანაღდეს.
მ.შ. ლარის ბრუნვა 9.6 მლრდ ლარია, მიმდინარე სავალუტო ანგარიშებიდან კი გატანილია 5 მლრდ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში.
სავალუტო ბრუნვის 80%-მდე, 3.99 მილიარდი ლარის, მოდის აშშ დოლარზე.
არარეზიდენტების აგვისტოს ბრუნვაც ძირითადად აშშ დოლარზე მოდის 1.85 მლრდ ლარიდან 1.4 მილიარდის ეკვივალენტი აშშ დოლარში.
01.09.2023-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორში არარეზიდენტების და საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების 24.888 მლრდ ლარის დეპოზიტებია (მიმდინარე ანგარიშები, მოთხოვნამდე და ვადიანი ანაბრები).
ბიზნესპარტნიორი