თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობდნენ ლონდონში გამართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks), სადაც 15-მდე ინსტიტუციურ ინვესტორსა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს გააცნეს საერთაშორისო და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და მიმოიხილეს მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მაღალი ინტერესი და გამოშვების შედეგები.

ასევე განიხილეს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე სამომავლო გამოშვებების შესაძლებლობები, ბოლო პერიოდში არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით.

შეხვედრებს დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ, ასევე, შეხვედრები გამართა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების S&P და Moody's წარმომადგენლებთან.

(R)