თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის აქტივობებზე აცხადებს.

ბანკი, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ბავშვთა დაცვის დღისთვის სპეციალური შეთავაზებები დანახარჯების გარეშე მოამზადონ. 

თუ გაქვთ კვების ობიექტი, გასართობი ცენტრი, ყიდით აქსესუარებს, სათამაშოებს ან საკანცელარიო ნივთებს, შეგიძლიათ შექმნათ 30%-იანი ქეშბექის შეთავაზება (max ₾20)sCool Card-ის მფლობელებისთვის ან 20% PLUS ქულების ქეშბექი (max ₾25)

მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ თანხას კი საქართველოს ბანკი დააფინანსებს. (sCool Card-ით გადახდის შემთხვევაში 20 ლარს, PLUS ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 25 ლარის PLUS ქულებს)

კამპანიაში ჩართვა და სასურველი შეთავაზების შექმნა შეუძლია ყველა იიურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში და რომლის ყოველთვიური ბრუნვა, ბოლო 3 თვის განმავლობაში, არ აღემატება 1 000 000 ლარს, ამასთან — მისი საქმიანობა დაკავშირებულია კვების, გართობისა და შოპინგ ინდუსტრიასთან.

დეტალური ინფორმაცია შეთავაზების შესახებ 

Ads მენეჯერი არის საქართველოს ბანკის პლატფორმა, ბიზნესისთვის, რომ შექმნან ფასდაკლების, PLUS ქულების და ქეშბექის შეთავაზებები და გამოაქვეყნონ საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე — პლატფორმებზე, რომელთაც 1 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შესახებ იხილეთ ვიდეო და შექმენით შეთავაზება.

პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.