ფაშინიანი: მზად ვართ, სარკინიგზო ტრანზიტიც უზრუნველვყოთ ნახიჩევანის ავ...
სომხეთის
პრემიერ-მინისტრის თქმით,
მისთვის დიდი პატივია, რომ
უკვე მეორედ იღებს
მონაწილეობას
საერთაშორისო
ღონისძიებაში, რომელსაც
თბილისის აბრეშუმის გზის
ფორუმი ჰქვია."თავისი
სახელიდან გამომდინარე ეს
ღონისძიება უკვე გახდა
მნიშვნელოვანი პლატფორმა
სხვადასხვა ქვეყნის
ოფიციალური პირებისთვის,
კერძო სექტორის
წარმომადგენლებისთვის,
საერთაშორისო
ექსპერტებისთვის,
რომლებიც ერთმანეთს
უზიარებენ ახალ იდეებს. ამ
პლატფორმის შედეგად მოხდა
მშვიდობის პროექტის
ხორცშესხმა სომხეთსა და
აზერბაიჯანს შორის, რაც
პრინციპში გადაიქცა
მხარდაჭერის მექანიზმად", -
განაცხადა
ფაშინიანმა. მისივე თქმით,
პროექტს ბევრმა
საერთაშორისო პარტნიორმა
დაუჭირა მხარი, რადგან
მნიშვნელოვანია, რომ
რეგიონული და
საერთაშორისო,
სატრანსპორტო და
საკომუნიკაციო
შესაძლებლობები
განვითარდეს არამარტო:
სომხეთის, ირანის,
აზერბაიჯანის, თურქეთისა
და საქართველოს
საშუალებით, არამედ მათთან
საზღვრების
გახსნით."სიხარულით
ვადასტურებ, რომ დიდი
წარმატება გვაქვს
მიღწეული ამ მიმართულებით.
2025 წლის აგვისტოში აშშ-ის
პრეზიდენტის ინიციატივით
ვაშინგტონში ხელი მოეწერა
ჩემსა და აზერბაიჯანის
პრეზიდენტს შორის
მშვიდობის შეთანხმებას,
რომელსაც ხელი მოაწერა
ასევე დონალდ ტრამპმა. ეს
დეკლარაცია კონკრეტულად
ეხება რეგიონულ
კომუნიკაციას. ჩვენ
ვაცხადებთ იმ
დეკლარაციაში, რომ ხაზს
ვუსვამთ კომუნიკაციის,
ურთიერთობის, დიალოგის
მნიშვნელობას ორმხრივ და
საერთაშორისო ფორმატებში",
- თქვა ფაშინიანმა.სომხეთის
პრემიერ-მინისტრის
განცხადებით, ძალისხმევა
არის შეუზღუდავი
დაკავშირებადობის
უზრუნველსაყოფად
აზერბაიჯანის
რესპუბლიკასა და
ნახიჩევანის ავტონომიურ
რესპუბლიკას შორის,
სომხეთის რესპუბლიკის
ტერიტორიის გავლით. მისივე
თქმით, ეს არის ორმხრივი
ურთიერთობა საერთაშორისო
და სახელმწიფოთაშორისი
დაკავშირებადობისთვის."აზერბაიჯანი
უკვე ხსნის შეზღუდვას
თავისი ტერიტორიის გავლით
ჩვენ მიმართულებით
სასაქონლო ბრუნვაზე და ეს
გუშინ განაცხადა
პრეზიდენტმა ალიევმა. მე
მადლობას ვუხდი მას ამ
ნაბიჯისა და
გადაწყვეტილებისთვის.
მივესალმები ამ
ინიციატივას. ასევე,
მახარებს იმის თქმა, რომ
პოზიტიური დიალოგი გვაქვს
თურქეთსა და ჩვენს
რესპუბლიკას შორის, რაც
იმას უზრუნველყოფს, რომ
ჩვენი საზღვარი გაიხსნება.
აქვე მინდა დავადასტურო,
რომ არამარტო პოლიტიკურად,
არამედ ტექნიკურად მზად
ვართ იმისთვის, რომ
ტრანზიტი მოხდეს საქონლის
დღეიდანვე", - დასძინა ნიკოლ
ფაშინიანმა.ფაშინიანის
განცხადებით, დღეიდან
შეიძლება გავატაროთ
ტვირთბრუნვა სომხეთის
რესპუბლიკის ტერიტორიის
გამოყენებით. მისივე თქმით,
სახმელეთო და სასაზღვრო
ინფრასტრუქტურა მზადაა
ამისთვის."პოლიტიკურად
მზად ვართ უზრუნველყოთ
ტრანზიტი ნახიჩევანის
ავტონომიური
რესპუბლიკიდან
აზერბაიჯანის ძირითადად
ტერიტორიამდე და პირიქით.
პოლიტიკურად უკვე მზად
ვართ, რომ სარკინიგზო
ტრანზიტიც უზრუნველვყოთ
ნახიჩევანის ავტონომიური
რესპუბლიკიდან,
თურქეთიდან, აზერბაიჯანის
ძირითადი ტერიტორიიდან.
რკინიგზა ამ ფრაგმენტებში
რეკონსტრუქციას
საჭიროებს. დარწმუნებული
ვარ და თქვენც გარწმუნებთ,
რომ ეს ტექნიკური
საკითხები მოგვარდება ორი -
სამი წლის განმავლობაში,
უახლოეს პერიოდში და
ელექტროენერგიის ქსელიც
გაიმართება
აზერბაიჯანიდან სომხეთის
ტერიტორიებზე,
ნახიჩევანის გავლით", -
აღნიშნა
ფაშინიანმა.თბილისის
აბრეშუმის გზის ფორუმი 22-23
ოქტომბერს მეხუთედ
ტარდება და მას 2000-მდე
დელეგატი ესწრება.ფორუმი
რეგიონული და გლობალური
დაკავშირებადობის
გასაძლიერებლად დიალოგისა
და თანამშრომლობისთვის
უმნიშვნელოვანეს
პლატფორმას წარმოადგენს.
1761123194