თბილისი (GBC) - საინვესტიციო ჰოლდინგმა Georgia Capital PLC (GCAP), Lion Finance Group PLC-ში (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) საკუთარი წილი 19.9%-დან 18.12%-მდე შეიმცირა. ტრანზაქცია ლონდონში 5 აგვისტოს ჩაიხურა. 

ტრანზაქციის შედეგად, GCAP-ის საერთო ხმის უფლება მთლიანად გამოშვებული 43,863,576 აქციიდან 7,950,000 აქცია შეადგინა - სრულად პირდაპირი ხმის უფლებით.

შეგახსენებთ, რომ GCAP-ისა და LFG-ის დემერჯი 2018 წლის მაისში მოხდა.