თბილისი (GBC)- ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია კვლავ მაღალია. სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად, ბანკებში საცალო ანაბრების პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 64.3%-ია.
სებ-ის ინტერაქტიური მიმოხილვით, სავალუტო ანაბრების წლიური ზრდის ტემპი 1.1%-ს შეადგენს. ლარში კი პირიქით, ბოლო საანგარიშო მარტის თვის სტატისტიკით, ზრდის ტემპი 0.8 პროცენტული პუნქტით შენელდა.
ეროვნულ ვალუტაზე, ფიზიკური პირების გრძელვადიანი დეპოზიტების (ვადა: 5-დან,10 წლამდე) მხოლოდ 19% მოდის. საცალო მეანაბრეების 5-10 წლიანი დანაზოგი 51.3 მლნ ლარია. დანარჩენი >80% კი სავალუტო ანაბრებია. 269 მლნ ლარიდან, 217 მლნ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარსა და ევროში).
სულ, საბანკო სექტორში, Q1/2024-ის მდგომარეობით, 14.2 მლრდ ლარი საცალო ანაბრებია განთავსებული.
ბანკების რეიტინგი ფიზიკური პირების დეპოზიტებით (ლარი)
საქართველოს ბანკი |
12 767 800 000 |
თიბისი ბანკი |
9 831 112 000 |
ლიბერთი ბანკი |
1 791 778 000 |
ბაზისბანკი |
1 100 544 000 |
|
|
წყარო: კომერციული ბანკები
(ბიზნესპარტნიორი)