თბილისი (GBC) -  აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური ჩართულობით, $82 მლნ-ის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, I და II ტრანშებად, $25 მლნ-ის და €15 მლნ-ის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა („აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში). 

USD 2-წლიანი ობლიგაციების წლიური განაკვეთი 7.75%,  ევროს 3-წლიანი სობლიგაციების 6.5%-ია.  განთავსებაში 200-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული ინვესტორი მონაწილეობდა.

ემიტენტი  გალტ & თაგარტთან 2022 წლიდან ექსკლუზიურად თანამშრომლობს და ხუთი ემისაა განხორციელებული.

$82 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული ორივე ინსტრუმენტი მწვანეა, რაც  უკავშირდება  მწვანე სერტიფიკატის (EDGE) მიღებას მოლებისა და სითი თაუერსისთვის.

მოზიდული თანხიდან USD 39.5 მილიონი და EUR 5 მილიონი ევრო წინა ემისიების (ISIN: GE2700604772, GE2700604574, GE2700604624) სრულად რეფინანსირებას მოხმარდება, იმ ვალდებულებების რეფინანსირებას, რომლებიც თავის დროზე მოხმარდა სითი მოლი საბურთალოს და სითი თაუერის მშენებლობას. 40% კისითი მოლი გლდანში გასაწევი გაფართოების სამუშაოებისთვის საჭირო კაპიტალურ დანახარჯებს. რეფინანსირების მაქს. Look-back პერიოდი არის 8 წელი.

„მწვანე ობლიგაციების გამოშვება სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც აერთიანებს ფინანსურ მდგრადობას და გარემოზე პასუხისმგებლობას. სითი მოლი საბურთალო, გლდანი და სითი თაუერი - ყველა შეფასდა EDGE Advanced დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის 40%-ზე მეტით დაზოგვას" , - აცხადებს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას გენერალური დირქტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან მესხელი.

“აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გალტ & თაგარტის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორია. მწვანე ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი ფინანსების წახალისებისთვის და მაგალითი, თუ მწვანე ობლიგაციების უმსხვილესი ემისიას საქართველოში, და ამასთანავე - პირველის კომერციული უძრავი ქონების სექტორში, რაც განსაკუთრებით გვეამაყება. გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ემიტენტებს პროგრესული ფინანსური გადაწყვეტილებები, ხოლო ინვესტორებს — მაღალი ხარისხის საინვესტიციო ინსტრუმენტები შესთავაზოს“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორია

ემიტენტის 100%-იანი წილის მფლობელი არის აშშ-ში რეგისტრირებული  IG international LLC (090819150),
რომლის ბენეფიციარი მფლობელიც არის ფ/პ მინდია საბანაძე.
 შპს „გრატო სითი სენთერ“ ემიტენტის შვილობილია, 100%-იან მფლობელობაში.

(R)