თბილისი (GBC) - ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ინფორმაციით, აშშ-მა ღვინის იმპორტის ღირებულება 2025 წელს (იანვარი–სექტემბერი), 2024 წელთან შედარებით, $115 მლნ-ით შეამცირა, რაც 2,3%-იან კლებას ნიშნავს. აშშ-ის ღვინის იმპორტიორ ქვეყნებში მე-18 პოზიციაზე მყოფი საქართველოდან შეერთებულ შტატებში ღვინის იმპორტი 28.1%-ით შემცირდა, რაც ფულად გამოსახულებაში $1.54 მილიონია.

აშშ-მა ღვინის იმპორტი ყველაზე მკვეთრად შეამცირა:

  • იტალიიდან (-$67 მლნ)
  • ახალი ზელანდიიდან (-$51 მლნ)
  • ესპანეთიდან (-$22 მლნ)
  • ავსტრალიიდან (-$12 მლნ)
  • მოლდოვიდან (-$11 მლნ)

უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის, ყველაზე მკვეთრი პროცენტული კლება დაფიქსირდა:

  • შვეიცარიიდან (-47%)
  • მოლდოვიდან (-42%)
  • სამხრეთ აფრიკიდან (-16%)
  • ახალ ზელანდიიდან (-13%) 
  • გერმანიიდან (-11%)

AAWE-ის მონაცემებით, ამის საპირისპიროდ, აშშ-ში საფრანგეთიდან ღვინის იმპორტი 4%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის საექსპორტო სტატისტიკაში 10%-იანი კლებაა აღნიშნული. ეს სხვაობა ნაწილობრივ ვალუტის კურსის ეფექტით აიხსნება: გამყარებულმა აშშ დოლარმა გაზარდა ღირებულება დოლარში გამოსახვისას, მაშინ, როცა ექსპორტი ევროში შემცირდა. პირიქით, კლება კიდევ უფრო მკვეთრი ჩანს ადგილობრივ ვალუტებში იქ, სადაც აშშ დოლარი 2024 წელთან შედარებით დასუსტდა, განსაკუთრებით კი ევროსთან მიმართებით.