თბილისი (GBC) - ბანკების პორტფელში პრობლემური სესხების წილი შემცირდა. 1–ლი ნოემბრისთვის 850 მლნ ლარის ფარგლებშია, მთლიან პორტფელთან 2%-ია.
სებ-ის ინფორმაციით, პანდემიისგან განსხვავებით, ომის კრიზისი საქართველოზე არ ასახულა. პანდემიაშიც, უმოქმედო კრედიტების მოცულობას ნავარაუდევი 10%-ისთვის არ მიუღწევია. 8.5%-მდე იყო მხოლოდ გაზრდილი და Q2/2021-დან დაიწყო კლება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საქართველოს საბანკო სექტორზე ნეგატიურად არ ასახულა. რისკები არ მატერიალიზებულა. პირიქით – მიგრაციამ ეკონომიკის ზრდა წაახალისა.
ბანკები პრობლემური სესხებით (საცალო პორტფელი):
სესხები (₾) |
წილი % |
|||
საქართველოს ბანკი |
7.37 მლრდ |
0.7% |
|
|
თიბისი ბანკი |
6.8 მლრდ |
0.66% |
|
|
|
||||
ლიბერთი |
1.2 მლრდ |
3.8% |
|
|
ბაზისბანკი |
0.76 მლრდ |
0.8% |
|
|
კრედო |
1.1 მლრდ |
5.9% |
|
|
წყარო: სებ-ი (Q3/2022) |
|
|||
|
|
ყველაზე მეტი საცალო სესხი 971 700-მდე საქართველოს ბანკს აქვს გაცემული, თიბისის - 685 100; ლიბერთის 568 300; ბაზისს 66 830-მდე, კრედოს – 463 223.
ყველაზე მეტი უმოქმედო კრედიტი კრედოს საცალო სესხების პორტფელშია.