თბილისი (GBC) – გალთ & თაგარტის ცნობით, 22–26 მაისის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა (წინა კვირასთან შედარებით). ზრდა მხოლოდ თიბისი ბანკის ჯგუფის აქციებმა აჩვენა. წლიდან წლამდე ჭრილში კი ლისტინგში მოხვედრილი სამივე კომპანიის აქციები მაღალ ზრდას აჩვენებს.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 31.80 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -2.75% წინა კვირასთან შედარებით და +8.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 683 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.25 - 33.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 150 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.95 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -3.82% წინა კვირასთან შედარებით და +3.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 270 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.75 - 25.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.40 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.06% წინა კვირასთან შედარებით და +5.40% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 260 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.21 - 8.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.