თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 30 მარტი – 3 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციები, წინა კვირასთან შედარებით, გაძვირებულია, ერთი კომპანიის კი ზედიზედ მეორე კვირაა – მინუსშია.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 97.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.02% წინა კვირასთან შედარებით და -12.14% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 294 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 90.85 - 97.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 114 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.50% წინა კვირასთან შედარებით და -2.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 319 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.70 - 43.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.85% წინა კვირასთან შედარებით და +5.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 268 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.85 - 38.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.