თბილისი (GBC) – თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ახლა უკვე დღეში 16 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მომხმარებლებს აქციების ყიდვა-გაყიდვა შეუძლიათ როგორც ბაზრის გახსნამდე, ისე დახურვის შემდეგ.

სავაჭრო საათებია:

  • 12:00–17:30 - ბაზრის გახსნამდე
  • 17:30–00:00 - რეგულარული სავაჭრო საათები
  • 00:00–04:00 - ბაზრის დახურვის შემდეგ

ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად რეგულარული სავაჭრო საათების მიღმაც ქვეყნდება - მათ შორის: კომპანიების კვარტალური შედეგები, ეკონომიკური მონაცემები და კორპორაციული სიახლეები.

დამატებითი სავაჭრო საათები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ და მომდევნო სავაჭრო დღეს აღარ დაელოდონ.

ახალი ფუნქციონალი - აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გაზრდილი სავაჭრო საათების დამატება - საინვესტიციო პლატფორმის განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია; ფუნქციონალის მიზანია, ინვესტირება უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის.

დამატებითი სავაჭრო საათებით სარგებლობა შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმიდან: https://app.tbcbank.ge/YiId/vmg69gvc

სავაჭრო საათები მოცემულია თბილისის დროით და შესაძლოა სეზონურად შეიცვალოს.

გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი სავაჭრო საათების ფუნქციონალით სარგებლობისთვის საჭიროა, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციის განახლება.

ეს არ არის ფინანსური რჩევა.

(R)