თბილისი (GBC) - „ნოვა" 5 წლიანი ობლიგაციების (არასუბორდინირებული, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფილი) ემისიაზე აცხადებს (განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალი).
ემიტენტი, რომელმაც ოპერირება (2006 წ) სამშენებლო პროდუქციის ერთი პროფილით, იმპორტით დაიწყო. 2011 წლიდან მრავალპროფილურია. თბილისის და ბათუმის საწარმოებში 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა თუნუქის გადასახური. წყალსაწრეტი მასალა; წებო-ცემენტი; თაბაშირ-მუყაოს, ლითონის პროფილი; პოლეთილენის პროდუქტები... კომპანიის წლიური ჯამური ამონაგები 200 მლნ-ს აღემატება.
"ნოვა" 7 სავაჭრო ცენტრს (მ.შ. 2 - ფრენშაიზინგის მოდელით) ფლობს 9 ქალქში ( თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გორი, მარნეული, ხაშური, ჭიათურა და ახალციხე). წარმოდგენილია სომხეთშიც, წარმოების ფრენშაიზისნ ხელშეკრულებით, პარტნიორი კომპანია პოლიეთილენის ავზებს აწარმოებს.
ემიტენტი ჯამურად 80 მლნ ლარამდე ღირებულების ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.
პირველი 50 მილიონიანი ტრანშიდანმ 40 მლნ საბანკო სესხების რეფინანსირებისთვისაა, 6 მლნ კაპიტალური დანახარჯების , 4 მლნ სამუშაო კაპიტალის დაფინანსებას მოხმარდება
"ნოვას" ემისია
| ვალუტა | ₾ | |
| ნომინალი | 1 000 | |
| განაკვეთი (%) | TIBR6m+325 | |
| რაოდენობა | 50 000 | |
| ღირებულება | 50 მლნ | |
| დაფარვის თარიღი | 12/2030 |
წყარო: ემიტენტი
შემდეგი, 30 მლნ -ის ტრანშებით კომპანია სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას აპირებს.