თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება ტურიზმის დინამიკაზე მოქმედ სექტორებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის ავიაციაზე და ჰორეკა სექტორზე  

მინისტრის მოადგილის თქმით, "აწარმოე საქართველოში" პროგრამებით 614 სასტუმროა დაფინანსებული,  1.3 მლრდ ლარით. და 250 მლნ ლარით სუბსიდირდა 270 სარესტორნე ობიექტი.

ყურადღება გამახვილდა მიკრო მეწარმეობის დაკრედიტებაზე 50,000 ლარამდე მოცულობით,  ფიქსირებული 8,5% განაკვეთით. პორტფელის დაახლოებით 70% ტურიზმის მიმართულებაა, პროგრამის დაწყებიდან, წელიწად-ნახევარში  671 განთავსების და 200-ზე მეტი სარესტორნე ობიექტი დაფინანსდა..

მისი თქმით, უფრო მეტად უნდა ფოკუსირდნენ  ადგილობრივი ბიზნესის და სერვისების განვითარებაზე. მეტი აქცენტი გაკეთდეს ადგილობრივი პროდუქტის ჩამოყალიბებაზე, იქნება ეს ტურისტული ლოკაცია თუ კურორტები.

"ყოველთვის ღია ვართ კერძო სექტორთან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.