თბილისი (GBC) - ლარზე მოთხოვნა ივნისში 230 მლნ-ით გაიზარდა. 1 ივლისის მდგომარეობით, მიმოქცევაში ლარის მოცულობა 6.7 მილიარდს აღემატება  (01.06.2025 – 6.5მლრდ; 01.06.2024 -6.1 მლრდ).

სებ-ის „თვის მიმოხილვით“ მაისში ნაღდ ფულზე მოთხოვნის 103.2 მლნ ლარით მატება აღინიშნა. რეფინანსირების სესხის დიდი ნაწილიდაბრუნდა. მაისში ნაშთი 1.04 მლრდ -ითაა შემცირებული . ერთდღიანი სესხის ნაშთზე მაისის ბოლოს 750 მლნ იყო. ივნისში კი 715 მლნ მოაკლდა.

მაისში სარეზერვო ფულის მოცულობა 448 მლნ ლარით (+6.1% m.m) გაიზარდა, 7.8 მლრდ ლარამდე..მონეტარული ბაზა, საშუალო მაჩვენებლის მიხედვით 140 მლნ-ითაა გაზრდილი.

საანგარიშო თვეში სებ-ს სავალუტო აუქციონისთვის არ მიუმართავს. Bmatch-ზე 245.4 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. შიდა სამთავრობო კონვერტაციებზე 100 მლნ-მდე დახარჯა. შესაბამისად რეზერვები $245 მლნ-ის ნაცვლად $147 მლნ-ით გაიზარდა,

მაისში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 77.2 მლნ ლარითაა მომატებული, 993 მლნ-მდე.