თბილისი (GBC) – საქართველოს რეზიდენტების მიერ თებერვალში საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა, რაოდენობრივად, თებერვალში 60 231 122 ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი იანვართან შედარებით მილიონზე მეტი ერთეულით არის შემცირებული (2023 იან. 61 252 504 ერთეული). თებერვალში აღნიშნული რაოდენობის ოპერაციების შედეგად 4 909 449 000 ლარის გადახდა განხორციელდა, რაც თითქმის 1 მლნ ლარით აღემატება იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბასარათე ოპერაციების რაოდენობიდან ლომის წილი – 54 414 860 საქართველოში განხორციელებულ გადახდებზე მოდის, ხოლო მისი დაახლოებით 10% – 5 613 730 ერთეული საზღვარგარეთ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ფულად გამოსახულებაში კი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 4 368 696 000 ოარს შეადგენს, საზღვარგარეთ განხორციელებულ ოპერაციებზე კი – 540 752 000 ლარი.
საანგარიშო პერიოდში ბანკომატებში 7 419 914 ერთეული ოპერაცია განხორციელდა, რამაც ფულად გამოსახულებაში 2 869 843 000 ლარი შეადგინა.
ბანკის ფილიალებსა და სერვის–ცენტრებში არსებული პოს–ტერმინალებით ოპერაციების რაოდენობამ 14 784 ერთეული შეადგინა – ფულად გამოსახულებაში 6 304 500 ლარი.
სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში არსებული პოს–ტერმინალებით და ინტერნეტით გადახდა სულ 47 182 694–ჯერ განხორციელდა და ბარათების მფლობელებმა ამ ოპერაციებით 1 492 549 000 ლარი გადაიხადეს.