თბილისი (GBC) - მოსწავლეების საყვარელ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია 15 სექტემბრამდე გრძელდება. 

კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 1500-მდე საჩუქრიდან ერთ-ერთი, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა. (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებენ.)

საჩუქრების კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა მოიწვიოს 3 მეგობარი და დაარეგისტრიროს. მონაწილე  უნდა იყოს სკოლის მოსწავლე ან  მისი ასაკი არ უნდა  აღემატებოდეს 18 წელს.

ინფორმაციისთვის, ვაუჩერი ერთჯერადია,  მისი გამოყენება შესაძლებელია VELI.store-ზე ბავშვებისთვის შექმნილ კატეგორიაში, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა საჩუქარი დახვდებათ.  იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ვაუჩერზე ძვირია, თანხის დამატება შესაძლებელია (ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე).

sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს.  თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ. ყოველ ახალ მოწვეულ და რეგისტრირებულ 3 მეგობარზე, მოსწავლეები დამატებით საჩუქარს მიიღებენ.

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.