თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, -$32.3 მლრდ (-₾87.1 მლრდ) შეადგინა, რაც წლიური  მშპ-ს - 84.7%-ია (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი წლიური მშპ-ს - 87.1% იყო).

წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა წელთან შედარებით $2.5 მლრდ-ით გაუარესდა.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები $19.9 მლრდ-ია (₾53.7 მლრდ), რაც წინა წლის მაჩვენებელს $2.6 მლრდ-ით აღემატება.

ამასთან, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა $52.3 მლრდ (₾140.8 მლრდ) შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე $5.1 მლრდ-ით მეტია.