თბილისი (GBC) - სავალუტო ფონდის დაფინანსების პროგრამას საქართველო არ მიიღებს. სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა IV მუხლის მისიის მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყანა პროგრამას არ საჭიროებს. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში მოთხოვნის შესაძლებლობა რჩება.

არსაჭიროების პირობები ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ბრიფინგზე ჩამოთვალა. მათ შორისაა რეზერვების კარგად აკუმულირება, ისე კარგად რომ ლარის სიმყარეზეც ასახულია.

მისი განმარტებით ქვეყნების დაფინანსების პროგრამას ითხოვენ ფინანსური კრიზისისას; მთავრობის მხარდასაჭერად ან ბაზრის  წახალისებისთვის. არცერთის საჭიროება არ დგას . 

საერთაშორისო ბაზრების დამოკიდებულება ქვეყნის სუვერენული ბონდების ემისიამაც აჩვენა. ინვესტორების მაღალ ინტერესზე აღნიშნეს სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმაც, 1/3 -1/3 -1/3ბრიტანელ, ევროპელ და ამერიკელ ინვესტორებზე განაწილდა. ეს შედეგი რლაშა ხუციშვილის თქმით ნაჩუქარი კი არ არის მოპოვებულია , რეფორმების შედეგად. 

ალეხანდროს თქმით,ფონდი ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს წლის განმავლობაში 2-ჯერაა მოვლინებული, საზედამხედველოდ და ტექნიკური დახმარების ინტენსიური პროგრამით. 

ფონდის მისია 2026-ის 25 მარტიდან 7 აპრილამდე მართავდა შეხვედრებს, IV მუხლის კონსულტაციების ფარგლებში. მისიის დასკვნით განაცხადში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია, გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე.