თბილისი (GBC) - ნინო ჯელაძე და გიორგი გოგუაძე სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მონაწილეობდნენ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და PSP-ს ზედამხედველობისა & WASP რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა Singapore FinTech Festival 2025 -ზე გლობალური ფინანსური ეკოსისტემისთვის გარდამტეხი პროცესები მიოიხილეს. პანელურ დისკუსიებზე აკადემიური კვლევები განიხილეს.
შეხვედრები გამართეს საზედამხედველო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, მათ შორის გერმანიის ფინანსურ ფედერალურ სამსახურთან - BaFin, ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან, ომანის ცენტრალურ ბანკთან, ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის კომისიასთან - BCSC, ჩეხეთის რეგულირების სენდბოქსთან.
ნინო ჯელაძე ასევე შეხვდა Ant International-ის უფროს ვიცე პრეზიდენტს ლეიმინგ ჩენს. მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერი ფინტექ კომპანია ტრანსსასაზღვრო და QR კოდებით გადახდებში სპეციალიზდება, მართავს გლობალურ გადახდის პლატფორმებს Alipay+ და ციფრული საფულეების ეკოსისტემას აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის მასშტაბით.
შეხვედრისას მხარეებმა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებადობისა და QR კოდით გადახდის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
სინგაპურის ყოველწლიური ფინტექ ფესტივალი მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა, საერთაშორისო პლატფორმა, სადაც მრავალდიაპაზონიანი დისკუსიები ქმნის საფუძველს მომავალი ათწლეულის ფინანსური და მონეტარული სისტემის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის.