თბილისი (GBC) - აგვისტოში რეფინანსირების სესხები არ გაცემულა. თვის ბოლომდე კიდევ 2 აუქციონია გასამართი. ნაშთი უცვლელია. ერთთვიან და ერთდღიან სესხებზე კი 0-ია.

სებ-ის სტატისტიკით, ნაღდ ფულზე მოთხოვნა კიდევ 200 მილიონით გაიზარდა. 14 აგვისტოს მდგომარეობით მიმოქცევაში ფული 7.8 მლრდ -მდეა. 

აგვისტოში (ამ დროის მდგომარეობით) მთავრობის ოპერაციებით სისტემას მილიარდ ლარამდე ლიკვიდობა მოაკლდა და სესხის თანადაფარვის სუბსიდიით 860 მილიონი მიეწოდა. 

სებ-ის აგვისტოს თვის მიმოხილვით, რეგულატორმა სავალუტო ვაჭრობაში მაღალი აქტივობა (წილი 13.2%) ივნისშიც შეინარჩუნა. ბრუნვა 4.6 მლრდ-ს აღემატება (05/2026 - $4.2 მლრდ)  

Bmatch პლატფორმაზე კი მაისში $633 მლნ-მდე, ივნისში, $613 მლნ აქვს შესყიდული (წმინდა შესყიდვები). სებ-ი ივლისის ნავაჭრზე ინფორმაციას 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

2026

წილი

ივნისი

13,2%

მაისი

  15 %

აპრილი

  9.5%

მარტი

  0.5%

თებერვალი

12.5%

იანვარი

3.0 %

2025

წილი

დეკემბერი

7.9%

ნოემბერი

9.2%

წყარო: სებ-