თბილისი (GBC) - საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) გასულ კვირას 5.8% შემოსავლიანობით ივაჭრებოდა. კვირის ვაჭრობა 97.2-ით დაიხურა.

G&T-ის მიმოხილვით, ამ დროისთვის ფასიანი ქაღალდების Z-სპრედი 172.8 bps-ია (საბაზისო პუნქტი – %პX100).

ქვეყნის სუვერენულ ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება. 5-წლიანი ბონდები წელს განთავდა, 5.125%-ად. ამით წინა ემისია რეფინანსირდა (2021 -ის აპრილში ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ბონდები 2.75%-ად განთავსდა. რომლითა რისკის მდგენელი იყო 2.2%).